воскресенье, 9 июня 2019 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მე-9 დღეს გავეცანით მე-8 მოდულს "სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენებას".გავაანალიზეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადების საკითხები. თუ როგორ წარვადგინოთ  საკუთარი პროექტები.შევისწავლეთ როგორ გადმოვწეროთ ტრენინგის ბლოგიდან პროექტების შაბლონები,
ტრენინგის ინტელის ძირითადი კურსი,პროექტებით სწავლება და ისტის ინტეგრირება დასრულდა.ტრენინგმა რეალურად დაგვიტოვა დიდი გამოცდილება პროექტებით მუშაობასთან დაკავშირებით.გავეცანით სხვადასხვა აქტივობებს,მასალებს,შევქმენით რესურსები და რაც მთავარია შევქმენით ჩვენივე პროექტი.გავეცანით საინტერისო გვერდს  ვიუვერს,ვისწავლეთ მასში მუშაობა,შევქმენით ჩვენივე ხელით უამრავი რესურსი,კიდევ უფრო გაგვიაქტიურდა ცოდნა შეფასებებსა და თვითშეფასებებში.ყოველი ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო მორგებული იყო ბავშვებში 21-საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.ყოველი დღე იყო საკმაოდ აქტიური და შრომატევადი. 
 ამ ტრენინგის  გავლის შემდეგ შევძლებ , დავისახო  სასწავლო  მიზანი , გამოვავლინო  სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც მსურს -- დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე  შეფასებები. დავხვეწო სტანდარტების მიზნებისა  და მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვები  სასწავლო პროექტებისთვის.   შევასწავლო მოსწავლეებს ინტერნეტის  უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება  , დავგეგმო და შევქმნა მოსწავლის   პრეზენტაციები, პუბლიკაციები , ვიკისა და ბლოგის ნიმუშები  კონკრეტული  სასწავლო მიზნებისთვის. გავეცანით და შევისწავლეთ თუ როგორ გამოვიყენო რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები,ჩეკლისტები შინაარსის ათვისების,21-საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარება ჩვენს  პროექტზე მუშაობისას. შევისწავლეთ  როგორ შევიმუშაოთ პროექტის შეფასების ფორმები გარკვეული თემისათვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შე3საქმნელად. სასწავლო პორტფოლიოს ჩვენებაში შევისწავლეთ როგორ მოვამზადოთ და წარმოვადგინოთ ჩვენი ნამუშევრები ეფექტურად,როგორ გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი.
      
      
  ყოველივე ამის სწავლებისათვის მადლობას ვუხდი ტრენერ- ქალბატონ ნინო კოკილაშვილს.
  

ჩემი პროექტის პორტფოლიო


ჩემი პროექტის პორტფოლიოს მასალების სანახავად გადადით ბმულზე:

პროექტის გამოკითხვის ფორმა


суббота, 8 июня 2019 г.

ტრენინგის მე-8 დღის რეფლექსია


ტრენინგის მე-8 დღის დასაწყისში გავეცანით დღის მიზნებს: ისტ-ის სტანდარტი, ფასილიტაციის მასალების გაცნობა, ფასილიტაციის რესურსების შექმნა, სასწავლო პროცედურების დასრულება, გუგლის ფორმებით გამოკითხვა,იდეების გენერირებისთვის padlet.com-ის გამოყენება.ვიმუშავეთ სახალისო დავალებებზე და პრიორიტეტის მიხედვით დავალაგეთ სასწავლო პროექტის ძირითადი მახასითიათებლები.ვისაუბრეთ ინსტრუქციის მნიშვნელობებზე. გავეცანით ვიუვერიდან მე-7 მოდულს-ფასილიტაცია ტექნოლოგიებით,რომელშიც მოცემული იყო,როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქციის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.ამასთან დაკავშირებით გავეცანით პრეზენტაციას,დავათვალიერეთ პროექტზე სწავლების განმარტება.ვიუვერიდან გავეცანით ფასილიტაციის რესურსების შექმნას.რესურსებიდან აქტივობებს მოსწავლეთა დასაჯგუფებლად.ასევე გავეცანით პროექტების ფასილიტაციას,რომელიც მოიცავს პროექტის მახასიათებლებს,პროექტის დაგეგმვას,მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და პროექტებს მოქმედებაში.ვიმუშავეთ გუგლის ფორმებში.ასევე განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების არსი და საჭიროებები.შევქმენით სხვადასხვა დიფერენცირებული აქტივობები,რომელიც ჩავწერეთ პროექტის გეგმის შესაბამის გრაფაში. დღევანდელი დღეც იყო შრომატევადი,საინტერესო და მნიშვნელოვანი.რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნინო კოკილაშვილს.