суббота, 8 июня 2019 г.

ტრენინგის მე-8 დღის რეფლექსია


ტრენინგის მე-8 დღის დასაწყისში გავეცანით დღის მიზნებს: ისტ-ის სტანდარტი, ფასილიტაციის მასალების გაცნობა, ფასილიტაციის რესურსების შექმნა, სასწავლო პროცედურების დასრულება, გუგლის ფორმებით გამოკითხვა,იდეების გენერირებისთვის padlet.com-ის გამოყენება.ვიმუშავეთ სახალისო დავალებებზე და პრიორიტეტის მიხედვით დავალაგეთ სასწავლო პროექტის ძირითადი მახასითიათებლები.ვისაუბრეთ ინსტრუქციის მნიშვნელობებზე. გავეცანით ვიუვერიდან მე-7 მოდულს-ფასილიტაცია ტექნოლოგიებით,რომელშიც მოცემული იყო,როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქციის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.ამასთან დაკავშირებით გავეცანით პრეზენტაციას,დავათვალიერეთ პროექტზე სწავლების განმარტება.ვიუვერიდან გავეცანით ფასილიტაციის რესურსების შექმნას.რესურსებიდან აქტივობებს მოსწავლეთა დასაჯგუფებლად.ასევე გავეცანით პროექტების ფასილიტაციას,რომელიც მოიცავს პროექტის მახასიათებლებს,პროექტის დაგეგმვას,მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და პროექტებს მოქმედებაში.ვიმუშავეთ გუგლის ფორმებში.ასევე განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების არსი და საჭიროებები.შევქმენით სხვადასხვა დიფერენცირებული აქტივობები,რომელიც ჩავწერეთ პროექტის გეგმის შესაბამის გრაფაში. დღევანდელი დღეც იყო შრომატევადი,საინტერესო და მნიშვნელოვანი.რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნინო კოკილაშვილს.

Комментариев нет:

Отправить комментарий