суббота, 18 мая 2019 г.

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღეს დავალებად გვქონდა მოგვეფიქრებინა საპროექტო იდეა, რომელსაც გავახორციელბდით. 
 ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების ზოგადი თემა.
ტრენერი გვესაუბრა საგამომცემლო პროგრამის სასარგებლო თვისებებზე სასწავლო პროცესში, რომ ბეჭდვითი გამოცემები ეფექტურია სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობაში. ამ გზით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება.ასევე აგვიხსნა, რომ სტატიის გამოცემისთვის შეგვიძლია ერთი რომელიმე ფორმატი შევარჩიოთ - ახალი ამბების ბიულეტენი, გაზეთი, ბროშურა, პლაკატი ან სხვა ბეჭდვითი მედია.გვასწავლა როგორ დაგვემზადებინა ბუკლეტები ჩვენი ფანტაზიის საშუალებით Microsoft Word-ში, გვასწავლა Microsoft Word-ის მზა შაბლონის დახმარებით ბროშურების შექმნა, ამავე დროს Intel-ის ელექტრონულ სახელმძღვანელო Viewer -ში გვაჩვენა ბუკლეტის და გაზეთის შაბლონები. დავიწყეთ ბუკლეტებზე მუშაობა, ინტერნეტში მოვიძიეთ პროექტის შესაბამისი სურათები და ბუკლეტში ჩავსვით, რომელიც მოთავსებული გვქონდა პორტფოლიოს საქაღალდეში_სასწავლო პროექტის დამხმარე. 
ტრენინგის მონაწილეებმა გავაკეთეთ რეფლექსია და  ჯგუფის წევრებს დავუწერეთ კომენტარი ბლოგზე.

3 комментария:

  1. საინტერესო დღე იყო, ნაყოფიერად ვიმუშავეთ.

    ОтветитьУдалить
  2. პრაქტიკაში წინსვლას გისურვებ!

    ОтветитьУдалить
  3. ძალიან მომეწონა შენი რეფლექსია, დაწვრილებით გაქვს აღწერილი ყველაფერი. გისურვებ წარმატებებს!

    ОтветитьУдалить