среда, 29 мая 2019 г.

ტრენინგის მეხუთე დღე


   ტრენინგი დავიწყე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების განხილვით.ჯგუფში განვიხილე ჩემი შემუშავებული კითხვები,იყო შენიშვნები და ჯგუფში განხილვის შემდეგ ჩამოვაყალიბე სწორად ,ჩემი პროექტისათვის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.  შემდეგ კი ტრენერმა -ქალბატონმა ნინომ გაგვაცნო ტრენინგის მეხუთე დღის საკითხები:
  •   შეფასების დროს ჩარჩოს შექმნა. 
  • მასწავლებლის პროექტის პრეზენტაციის დასრულება და ბლოგზე ატვირთვა(ჩაშენება) 
  • 21-საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა 
  • ტექნოლოგიების გამოყენებასტან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლა. 
  • ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის. 
  • ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან.  
  • ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება. 
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.
მეორე მოდულის  დასაწყისში  პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვის, გადავხედეთ ჩვენ საგნობივ სტანდარტებს და განვსაზღვრეთ, საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურდა ჩვენი თემის ფარგლებში, პარალელურად გამოვიყენეთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.
შემდეგ ტრენერმა გვაჩვენა პრეზენტაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ  და ჯგუფში განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
Google doc-ების საშუალებით ტრენერმა გაგვიზიარა ჯგუფს სავარჯიშოგონებრივი იერიშის კითხვები“. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით და  გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერეთ პროექტის  გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემატურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.
     

 


Комментариев нет:

Отправить комментарий