суббота, 25 мая 2019 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღე დაიწყო სამუშაო საკითხების გაცნობით
  • მესამე დღიდან მიზნებისა და სტრატეგიების გაწერა 
  • მიმართულების მომცემი კითხვების შედგენა და გეგმის ჩაწერა 
  • ბლოგზე მიმართულების მომცემი კითხვების განთავსება 
  • შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა 
  • შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებებიდან დასადგენად 
  •      პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე  
  საკითხების გაცნობის შემდეგ ვიმუშავე სტანდარტის დადგენაზე ესგ-ით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებზე.ელექტრონულ წიგნში მოდული 2. გავეცანი სასწავლო პროექტების დაგეგმვას,სტანდარტების მიზნებსა და საკვაძო
 კითხვებს.ჩემ თემასთან დაკავშირებით ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.კერძოდ მოვამზადე ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები.პარალელურად ვიმუშავე პროექტის გეგმის შედგენაზე.ვიმუშავე მეწყვილესთან,დავალება-მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შევსებაზე. 
პროექტის სათაური იყო "ჯანსაღი კვება" 
მინდა ავღნიშნო,რომ დღე იყო მეტად ნაყოფიერი.მუშაობის პროცესში აქტიურ დახმარებას,კონსულტირებას და სწავლებას  გვიწევდა ტრენერი.სამუშაო  პროცესი მთელი ტრენინგის განმავლობაში საკმაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობდა.შეხვედრა იყო კარგად დაგეგმილი და გათვლილი მსმენელის საჭიროებებზე,როგორც ერთობლივად სწავლების პროცესში,ასევე ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий